16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
Politico: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მეუღლის ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა

"მეცოლას გამონაკლისი: ევროპარლამენტის პრეზიდენტი და მისი ლობისტი ქმარი" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სახელი გაითქვა, როგორც კორუფციასთან მებრძოლმა, თუმცა ის მალავდა თემებს, რომლებიც მის ოჯახს ეხებოდა. საუბარია მის მეუღლესა და სიძეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს ნეპოტიზმში მას შემდეგ ადანაშაულებენ, რაც მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტის აპარატის უფროსად საკუთარი სიძე დანიშნა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პარლამენტარებს მოუწოდა, კორუფციასთან საბრძოლველად ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები შეატყობინონ, თუმცა მან თავად არ გაამჟღავნა ინფორმაცია მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მთავარი ლობისტი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო კომპანია "როიალ ქარიბიან გრუპთან" თანამშრომლობის დროს.

დღის ამბები