20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"რუსთავი 2 უყვარს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად აღებული,“-გოკა გაბაშვილი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გოკა გაბაშვილმა რუსთავი 2-ის შესახებ ოპონენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„მთავარი კრიტიკული ტელევიზიის განადგურება არის წითელი ხაზი. ბატონი გაჩეჩილაზე მეკითხებოდ არის თუ არა რუსთავი 2 თქვენი ტელევიზია?-არა ბატონო, არ არის, მაგრამ რომც იყოს ეს პარტიული ტელევიაზია, ან პარტიული რადიო, ან გაზეთი იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ, არ გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ძალიან  კარგად იცით, რომ რუსთავი 2 უყვარს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად აღებული,“-აცხადებს გოკა გაბაშვილი.

მან ოპოზიციაც გააკრიტიკა და ევროსაბჭოში ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე დოკუმენტის წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე უსაყვედურა.

„სამარცხვინოდ 10 ხმიდან 6 თქვენივე მიცემული იყო თქვენი დელეგაციის, ევროსაბჭოში 4 ხმა არავის არ ჰქონია, ლუკაშენკოს არ ჰქონია 4 ხმა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“-აცხადებს გაბაშვილი.

დღის ამბები