ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მმართველი გუნდიდან მისი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცახდებებს უპასუხა.
"ნიკა გვარამია, ნიკა გვარამიაო ამბობთ რამე ჰუმანურობა გამოავლინეთ მის მიმართ? ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე 2 კვირაში არ დაიჭირეთ? ციხეში წინასწარ პატიმრობაში არ შეაგდეთ? იმის გამო, რომ თურმე ადამიანს ინტელექტუალური შესაძლებლობა აქვსო, გაურკვეველი დასაბუთებაა წინასწარი პატიმრობის. მოიგო კაცმა სასამართლო. ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი ქრთამი არ აუღია არც მას არც დამენიას და არც ხეთაგურს. შეთითხნილი საქმე იყო ესეც წინასწარ დაანონსებული როგორც ბევრი სხვა საქმე, რომელიც დაწყებული გაქვთ. რითი ვერ უნდა დაამთავროთ ეს შურისძიება, ამით კი ვერ გაიმარჯვებთ დამარცხდებით,"- განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც მედიაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი. რეზოლუციის ტექსტი დეპუტატებს გოკა გაბაშვილმა გააცნო და შემდეგ მათი კითხვები და შენიშვნები მოისმინა. ამ წუთებში კი დეპუტატი გაბაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.