"ქართული ოცნების" დეპუტატ დავით მათიკაშვილს მიუნხენის აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მათიკაშვილი საქართველოში ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა, როცა მას აქტივისტმა ნინო შველიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერისთვის მოღალატე უწოდა, რასაც დეპუტატსა და აქტივისტს შორის კამათი მოჰყვა.