16 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება - ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გრეტა წიწავა "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება, რომელიც წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.

მისი თქმით, ამ ტრაგედიის თანამონაწილეა "ნაცმოძრაობასთან" აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, რომელიც "წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდასა და კამპანიას არათუ ახალისებდა, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა".

"ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება -ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს.

ამ ტრაგედიის თანამონაწილეა "ნაცმოძრაობასთან" აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში, ფაშისტურ პროპაგანდასა და კამპანიას არათუ ახალისებდა, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.

ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას..." - წერს გრეტა წიწავა.

დღის ამბები