საკუთარი განცხადებების გამო, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროში, დისციპლინარულ კომისიაზე დაიბარეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომელმაც "ქართული ოცნების" წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, უწყება უკვე დატოვა. მისი თქმით, მას კომისიამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს, არასწორი სიტყვა გამოიყენა და უკეთესი იქნებოდა, თუკი სიტყვათა სხვა შეთანხმებას გამოიყენებდა.
"დისციპლინარული გადაცდომის საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. ახსნა-განმარტება მივეცი კულტურის სამინისტროს. არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა "გახუნებული სახეები" იგივე ასოციაციას არ გამოიწვევდა. "ქართული ოცნების" არცერთ ამ კამპანიაში სცენაზე არ მდგარან ქალები და ეს თემა იყო, რომ ერთი მხარე არის ფაქტობრივად ქალების გარეშე, მეორე მხარეზე არიან ასეთი ძლიერი ქალები. თუ ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ,“ - აცხადებს ლაშა ბაქრაძე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.