პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან ზიზღისა და სიძულვილის ენა არ უკვირთ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ბაქრაძეს მწვავედ აკრიტიკებს.
"ისეთი არაკაცობა და სიბინძურე, როგორიც ლაშა ბაქრაძემ იკადრა... არათუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი და ინტელიგენციის წარმომადგენელი, ის არის არაკაცების წარმომადგენელი, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერი იკადრონ და ამ არაკაცების სიაში წერია ძალიან დიდი ნაწილი იმ ფსევდოლიბერალური ოპოზიციის, ფაშისტური ოპოზიციის თუ ასეთი ქმედებების ავტორების, როგორსაც წარმოადგენს ლაშა ბაქრაძე." - აცხადებს მამუკა მდინარაძე.