16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"ნაცი" და ფაშისტური პროპაგანდა კლავს - მამუკა მდინარაძე

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრის დაღუპვის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების ბულინგის შემდეგ, ადამიანი იღუპება.

"ნაცი" და ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ ამას თავის მმართველობის პერიოდში, ახლა ხდება ეს სიტყვით და ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს.

2013 წელს, მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი. უმძიმესი შეურაცხყოფა როცა მიაყენა პოლიციელს, ეს პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ერთკვირიანი ნაცისტური ბულინგის შედეგად, გარდაცვალა. როდესაც ღირსება შეულახა ამ პროპაგანდის მსხვერპლმა, ეს ადამიანი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.

ყველას უნდა ახსოვდეს ეს პოლიტიკოს იქნება, თუ ჟურნალისტი, როცა ასეთი პროპაგანდის ავტორია, ასეთ პროპაგანდას ასეთი განვრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი, შეიძლება, ღირსების შელახვის გამო, გულის შეტევით გარდაიცვალოს. ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები