20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
“ამ რეჟიმმა საქართველო მიწასთან გაასწორა და დემოკრატია სანაგვეზე მოისროლა" - შალვა ნათელაშვილი

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და მედიაში არსებულ პრობლემებზე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ყურადღებას გაამახვილებს.

შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კოლეგებს, სენატორებსა და კონგრესმენებს ვაშინგტონში შეხვდება.

შალვა ნათელაშვილი მათ რეზოლუციის პროექტსაც გააცნობს, სადაც ასევე ყურადღება გამახვილებულია ქვეყენაში არსებულ ვითარებასა და მედიაში, მათ შორის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

“ამ რეჟიმმა საქართველო მიწასთან გაასწორა, დემოკრატია სანაგვეზე მოისროლა, სიღატაკემ აპოგეას მიაღწია. ჩვენ მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები