მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავის დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია ” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატ დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს, რომელიც ამერიკული დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გადაიღო.
როგორც მან აღნიშნა, აღმოჩნდა რომ თავად დონორია დაკავებული იმით, რომ გადაიღოს და გაავრცელოს ბულინგის კამპანიის ამსახველი ვიდეო, რაც მისი თქმით გაუგებარია.
„მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია და თურმე სად ხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც თავმომწონედ ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების, არასრულწლოვანების თანდასწრებით პირდაპირ ესხმიან თავს ადამიანს. ეს არის სამარცხვინო. ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი, თავს მოხვეული ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აი ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით და მოძალადე და ზიზღის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით მიიყვანეს ყველაფერი ამ მდგომარეობამდე, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.