20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
„სისულელეა, რომ საქართველოში მედია იჩაგრება და ზეწოლაა“, - გია ჟორჟოლიანი

„ცინიზმი და აბსურდი“, - უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ასე მოიხსენია რუსთავი 2-ის შესახებ განცხადება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ჟორჟოლიანის თქმით, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ საქართველოში მედია იჩაგრება და მასზე ზეწოლაა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების მხარდაჭერას უმრავლესობა არ გეგმავს.

„მედია ესეთი თავისუფალი, როგორიც დღეს არის საქართველოში, არასდროს ყოფილა მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. ეს განცხადება აბსურდულია. რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეს, ეს არის სასამართლოს საქმე და ჩვენ ამაში არ ვერევით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს როგორც ტელევიზიას, მე ამაზე მაქვს ჩემი შეხედულება. მიმაჩნია, რომ ეს არის ტელევიზია, რომელიც დაკავებულია მანიპულაციით, სიცრუით, არაობიექტურობით, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის, იყოს ასე, თუ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსთავი 2-ის დღევანდელ მესვეურებს უნდათ, ჩვენ სასამართლოს გადაწყევტილებასთან, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ გვაქვს და როგორც აქამდე ისე გავაგრძელებთ მედია თავისუფლების პოლიტიკას საქართველოში“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი უკვე მეორე დღეა რუსთავი 2-სა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტს განიხილავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები