16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ძალიან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და განსაკუთრებით - ტრადიციების მნიშვნელობა, ძალიან კარგად იცის მშვიდობით და სიყვარულით თანაცხოვრება.

"მივესალმები ახალციხეს, ახალქალაქს, ბორჯომს, ნინოწმინდას, ადიგენს, ასპინძას, ვალეს, ბაკურიანს, წაღვერს, ახალდაბას, აბასთუმანს და ყველა მათ მაცხოვრებელს - ხალხს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და განსაკუთრებით ტრადიციების მნიშვნელობა, ძალიან კარგად იცის მშვიდობით და სიყვარულით თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის.

აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს, წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები