16 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ და უკვე ჩანს, რომ აგენტურული ოპოზიციის გეგმები პროვოკაციებია, რომლებსაც, მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ და უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები პროვოკაციებია, რომლებსაც, მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მათ "ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ".

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება.

"არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში - ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ.

უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე - ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის. არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ "არჩევნები გაყალბდა" და ამით გამოიწვიონ მღელვარება. თუმცა, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება!

რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა "რუსული" ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები