სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში მაღალი უნდა იყოს და კითხვის ნიშანს, რომელიც ამ მიმართულებით გაჩნდა, პასუხი უნდა გაეცეს.
უჩა ნანუაშვილმა განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.
"ის, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია უცვლელია. თუმცა მე დეტალებში არ შევალ. ჩვენ ერთო განცხადება გავაკეთეთ უკვე, რომელიც დასაბუთებას უკავშირდებოდა, რამდენად იყო საჭირო მოსამართლის მხრიდან იმ ყველა ბერკეტის გამოყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების დაყადაღება მომხდარიყო. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, თავს შევიკავებთ, რადგან პროცესი მიმდინარეობს. პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაისვა, აუცილებლად უნდა მოიხსნას," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.