რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.
"იმ მოვლენებზე, რაც ვითარდება და რაც განვითარდება, უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ის რომ ისინი პასუხისმგებლობას, ქართული ოცნებისთვის განაჩენია, სიტყვის თავისუფლება მათთვის არაფერს წარმოადგენს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის, თქმით, მედიის თავისუფლებაზე დასმულ კითხვებს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს.
ავტორი: ნატა მახვილაძე