17 სექტემბერი 2024,   08:03
ვრცლად
59 დაღუპული და ასეულობით დაშავებული - ვიეტნამს ქარიშხალი "იაგი" დაატყდა თავს

ვიეტნამში, აზიის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა "იაგიმ" 59 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ასობით ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 44 ადამიანი ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ მეწყრებს შეეწირა.

ქარიშხალი "იაგი" ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს, რის შემდეგაც "ტროპიკულ დეპრესიამდე შემცირდა", მაგრამ ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქვეყნის რეგიონებში მოსალოდნელია ახალი წყალმოვარდნები, მეწყერი და ძლიერი ქარი, რადგან ქარიშხალი ვიეტნამის დასავლეთისკენ მიემართება.

 

დღის ამბები