20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
„თუ პარლამენტი არ გამოხატავს პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას“, - გოკა გაბაშვილი

პარლამენტში რუსთავი 2-სა და სხვა მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ განცხადების პროექტი განიხილება. მომხსენებელმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თუ პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უმრავლესობას დაეკისრება.

„თუკი პარლამენტი საერთოდ არ გამოხატავს პოზიციას, ეს ნიშნავს, როიმ საპრლამენტო უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც განვითარედება და როგორც განვითარდება იმ შემთხვევაში,  თუ მთელი პოლიტიკური პროცესი შემდეგ წელში დაკარგავს ლეგიტიმურობას და ლეგიტიმურობის საფუძველს, იწოდებოდეს ნორმალურ საარჩევნო წლად. თუ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტევა არ შეწყდა, ეს სწორედ ასე იქნება“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტევა თეთრი ძაფებითაა შეკერილი და ღიად სამთავრობო ორკესტრირებული შეტევაა ტელეკომპანიაზე.

„პარლამენტის მხარდაჭერა, უბრალოდ, მიანიშნებდა იმაზე, რომ პარლამენტი მაინც არ არის ამ ერთიანი ორკესტრის ნაწილი და აქ მაინც არიან განსხვავებული ადმაიანები პოლიტიკური წარსულითა და გამოცდილებით, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტი რამე გაითვალისწინონ, ვიდრე თავზეხელაღებულ შემსრულებლებს, მთავრობას, მინისტრებს, რომლების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების დათრევაა ნებისმიერ ფასად. პარლამენტის პოზიციის გამოხტავა იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ აქ მაინც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არა უბრალოდ ხელის გადაგრეხვა უღირთ, არამედ უღირთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა გაბაშვილმა. 

დეპუტატმა კითხვაზე, ხომ არ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას რუსთავი 2-ის დახურვა, უპასუხა, რომ არცერთ პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო ჯგუფს საქართველოში არ აწყობს ტელეკომპანიის დახურვა, გარდა მთავრობისა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები