16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ განიხილება უმნიშვნელოვანესი პაკეტი ქართველი ხალხისთვის, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უსაფრთხოების გარანტიები - ხატია დეკანოიძე

აშშ-ის სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ მოსმენას, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაურია, ოპოზიციაში ეხმაურებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სენატში ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პაკეტი განიხილება. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონგრესში განიხილება უმნიშვნელოვანესი პაკეტი ქართველი ხალხისთვის. ეს პაკეტი არის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელზეც ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება. ამერიკელი კონგრესმენების წინაშე მოხსენებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი წარადგენს.  

დღის ამბები