"ქართული ოცნება", წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს მარნეულში მართავს. დეპუტატი ზაურ დარგალი, რომელიც პარტიის მარნეულისა და გარდაბნის დელეგატია, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობას შეხვდა.
განიხილეს ადგილობრივების წინაშე არსებული საჭიროებები, ყურადღება გამახვილდა არჩევნების მნიშვნელობასა და ბოლო წლებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე.
"ვგრძნობთ მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ, მშვიდობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, მარნეულში ჩვენი გუნდი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს,"- აცხადებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი.