20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ხელისუფლება რუსთავი 2-ს არ დახურავს," - ეკა ბესელია

"ხელისუფლება ამ ტელევიზიას არ დახურავს," - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პარლამენტში გააკეთა.

ეკა ბესელიამ სესიაზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით ისაუბრა. 

"თუ ვინმე დღეს ახდენს ძალადობას, თუ ვინმე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ამ ტელევიზიაზე, მოსამართლეებზე, სასამართლოზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის თქვენი პოლიტიკური გუნდი, ამას აკეთებდით და აკეთებთ დღესაც. რუსთავი 2-ზე კვალიფიციური ჟურნალისტი მუშაობს, არ მგონია შემთხვევითი იყოს ის, რომ ბევრმა ცნობილმა სახემ დატოვა ეს ტელევიზია. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობს, თუმცა ამის მიუხედავად, "ხელისუფლება რუსთავი 2-ს არ დახურავს და სამართლებრივ დავაში არ ჩაერევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები