20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"დიახ, მე დავიცავ ურთმელიძეს" - მანანა კობახიძე

 "დიახ, მე დავიცავ ბატონ ურთმელიძეს,"-ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსთავი 2-თან დაკავშირებით განაცხადა. 

მანანა კობახიძის თქმით, აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლება თავისუფალი იყოს. 

"დიახ, მე დავიცავ ბატონ ურთმელიძეს. იმიტომ, რომ ვხვდები, როგორი ზეწოლის მსხვერპლები იყვნენ ურთმელიძეები, და არა მხოლოდ კონკრეტულად ეს ურთმელიძე, ბევრი სხვა მოსამართლე, რომელიც თქვენ დროს იყო დანიშნული.  როგორი ზეწოლისა და აგრესიის მსხვერპლნი იყვნენ და როგორ ახერხებდით მათზე ზეწოლას, როცა ოპოზიციის ყოფნის დროს ახერხებთ, რომ მოსამართლე დააშანტაჟოთ. ეს აღარ გაგივათ, დამთავრდა ეს დრო. ჩვენ ერთი მოსამართლე ვადაზე ადრეც კი არ გაგვიშვია, ეს მეტყველებს, რომ, დიახ, უნდა ვუზრუნველყოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანში იყოს თავისუფალი", - განაცხადა მანანა კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები