კრემლის მხარდამჭერმა რუსმა პრანკერებმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ექსპრეზიდენტის სახელით დაურეკეს ,რადოსლავ სიკორსკიმ დაიჯერა, რომ ხაზზე პეტრო პოროშენკო იყო.
დიპლომატმა პრანკერებს უთხრა, რომ პოლონეთში უკრაინისთვის საბრძოლველად მზად არ არიან. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი "ევრაზია დეილი" ავრცელებს.
"ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს თუ უკრაინის ფრონტი ჩამოიშლება, თუმცა ამ მომენტში ვარშავას ბრძოლის ნულოვანი სურვილი აქვს" -უთხრა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ბლოგერებს.
პოლონეთს საგარეო მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება წითელი ხაზია და მას ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი სავაჭროდ იყენებს.
კითხვა: რუსი პრანკერი - თუ კონტროლს დავკარგავთ, დაგვეხმარებით? თუ მაკრონი და დიდი ბრიტანეთი დათანხმდა - შეუერთდებით?
პასუხი: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -ჩემი პრემიერ მინისტრი ამით ძალიან იმედგაცრუებული იქნება. ჩვენ ამ წუთას დისკუსია გვაქვს რუსული საკრუიზო რაკეტების ჩამოგდებაზე თქვენს ტერიტორიაზე შემოუსვლელად, თქვენს საჰაერო სივრცეში, ჩვენი საჰაერო სივრციდან - და ესეც კი საკამათო და შეუთანხმებელია. რადგან ეს ომში ჩაბმაა.
კითხვა: ასე რომ პოლონეთი არაა მზად დაიცვას ჩვენი ქვეყანა ასეა?
პასუხი: ბევრი რამ შეიცვლება თუ ფრონტის კოლაფსი დაიწყება,თუმცა ამ წუთას ამის ნულოვანი სურვილი არსებობს. ჩვენ ყველა სცენარს განვიხილავთ,თუმცა არ გვსურს მედვედევის,პუტინისა და რუსული პროპაგანდის ნარატივი დავადასტუროთ. უკრაინელების გაწვრთნა პოლონეთში - შესაძლებელია და ასეც ვიზამთ. თუმცა პოლონური ჯარების უკრაინაში - არ, თუ, რა თქმა უნდა სამშვიდობო ძალებზე არ ვსაუბრობთ გაეროს ან სხვა ფორმატით.
კითხვა: შესაძლებელია უკრაინის ნატოში მიღება მოკლე დროში?
პასუხი: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -ნატოს მიდგომა თვალთმაქცურია.ის ამბობს,რომ გახდები ნატოს წევრი როდესაც ომს მოიგებ და ეს აღარც დაგჭირდება.ვფიქრობ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი მეგობარი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს რუსეთთან კოზირად იყენებს ,რაც ცუდი შესაძლოა არცაა: "გადით უკრაინიდან და გპირდებით უკრაინას ნატოში არ მივიღებთ" ან " თუ არ გახვალთ და კონფლიქტი გაიყინება, უკრაინა გახდება ნატოს წევრი" - ყველამ იცის, რომ დასავლეთ ევროპას არანაირი სურვილი არ აქვს ეომოს რუსეთს, ეს აბსოლუტური წითელი ხაზია.