20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ქიბარ ხალვაში კაბელს ეძებს, რომ რუსთავი 2 გათიშოს", - ირმა ნადირაშვილი

საპარლამენტო ტრიბუნიდან ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთერმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ისაუბრა. ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა. 

"10 წლის წინ რუსთავი 2-ს ნიუსრუმში გაითრებული კაცი შემოვიდა და იკითხა, რომ ეს საიდან გადისო, ეთერში გადიოდა. ეთერში ერთერთი ოპოზიციური პარტიის აქცია გადიოდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს ადამიანი იყო მძღოლი, რომელმაც კასეტა მოიტანა და საეთეტროს გზა მივასწავლეთ.ეს კაცი ქიბარ ხალვაში იყო. ის საეთეროში შეიჭრა და კაბელის ძებნა დაიწყო, რომ ეთერი გამოერთო. მაშინ კომპანიის დირექტორი იმ საეთეროდან სამარცხვინოდ გამოაგდეს. ქიბარ ხალვაში დღესაც ამ კაბელს ეძებს, რომ რუსთავი 2 გათიშოს. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო, მაშინ ოქრუაშვილის, ახლა ივანიშვილის. ქიბარ ხალვაში ერთერთი სამარცხვინო ლაქაა ტელეკომპანიის 21 წლიან ისტორიაში. 

რუსთავი 2 ეროსი კიწმარიშვილმა თავის გუნდთან ერთად შექმნა და თავისუფლების სიმბოლოდ აქცია. დღეს, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მხოლოდ ნიკა გვარამიაზე საუბრობთ, ნიკა გვარამია არ არის მხოლოდ რუსთავი 2, რუსთავი 2-ში პროფესიონალების დიდი გუნდი მუშაობს. ეს ადამიანები ტყვიების წვიმაში მუშაობდნენ", - გნაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ირმა ნადირაშვილი ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის, დაკავებასაც გამოეხმაურა. 

"მხოლოდ ინტელექტისა და საღი ზრის ატროფიად შემიძლია, ჩავთვალო ის, რომ დღეს როდესაც ამ დარბაზში ვმსჯელობთ თავისუფალი მედიის შესახებ რეზოლუციაზე, თქვენ იჭერთ სტუდენტებს და ტაბულას დირექტორს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაზპრომის წინააღმდეგ პოსტერებს აკრავდნენ," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები