20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"შიშისაგან გონებადაკარგული და გონებაგადამცდარი ხელისუფლება"- გოკა გაბაშვილი

"გონებაგადამცდარი და გონებადაკარგული" უწოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა პლენარულ სხდომაზე ხელისუფლებას, რომელსაც გაბაშვილის მტკიცებით ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

გოკა გაბაშვილმა პლენარულ სხდომაზე რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადება წარადგინა და განაცხადა, რომ ამ განცხადების მხარდაჭერის იმედი მას დღეს მმართველი გუნდისგან არ ჰქონია.

„ამ განცხადებას მხარს დაუჭერდა გონიერი ხელისუფლება. შიშისაგან გონებადაკარგული და გონებაგადამცდარი ხელისუფლება ახლა ვიხილეთ ნუკრი ქანთარიას სახით. ეს არის ხელისუფლება, რომელიც უკვე პირდაპირ მუქარაზეა გადასული. გადასულია ძალადობაზე და რომელ მედია თავისუფლებაზე ველაპარაკებით ამათ, რომლებიც მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის და აქეთ მიჰყავთ ქვეყანა,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

დღის ამბები