16 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს - გურამ მაჭარაშვილი

"სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს", - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

მაჭარაშვილის თქმით, ქართული მართლმსაჯულების გარდა, საერთაშორისო სასამართლოც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის.

"სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს. ვიტყოდი, რომ ის საკმაოდ მომჯობინებულია უკვე. მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება აქვს საერთაშორისო სასამართლოსაც, ქართულ მართლმსაჯულებასთან ერთად, რომ სასჯელს იხდის სამართლებრივად და სამართლიანად გამოტანილი. ჯერ დაფიქრდნენ და წაიკითხონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მერე გამოვიდნენ განცხადებებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები