14 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას მმართველი გუნდი ტყუილს უწოდებს და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტია უკვე მეორე დღეა ვერ ასახელებს ფონდს ან წყაროს, საიდან მიიღებს ქვეყანა 14 მილიარდ ევროს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს არწმუნებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირისგან მომენტალურად 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს. ეს თანხა კი რეალურად ევროკავშირს ათამდე აპლიკანტი სახელმწიფოს ეკონომიკის ექვსწლიანი სტიმულირებისთვის აქვს განკუთვნილი და არა რომელიმე ერთი ქვეყნისთვის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინაასაარჩევნო კამპანია ტყუილზე და დეზონფორმაციაზეა აწყობილი.
"ნაციონალური მოძრაობა" არის სიცრუის და დეზინფორმაციის პარტია და რა საკვირველია მათ საარჩევნო კამპანიაც სიცრუეზე აააგეს. ჩვენი საზოგადოება, რომ ამ დაბალი ხარისხის ტყუილებით არ მოტყუვდება და სამწუხაროა რომ ისინი ვერ ხვდებიან.
ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენ საზოგადოებაზე და მათ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ეს მათზე ძალიან მტკივნეულად აისახება. მათ ტყუილებს და დეზინფორმაციას სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს," - აცხადებს იონათამიშვილი.