16 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ეს 14 მილიარდი არის ევროკავშირის ტყუილში ჩართვის მცდელობ - ირაკლი ქადაგიშვილი ენმ-ს წინასაარჩევნო დაპირებაზე

14 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას მმართველი გუნდი ტყუილს უწოდებს და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება, დიდ ტყუილს უწოდებს.

"წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის ვითარება ძალიან მძიმეა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდაა და ქვეყანა ყველა მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. რთულია ამ ვითარებაში ოპოზიციამ რაიმე კონკრეტული შესთავაზოს საზოგადოებას. ამიტომ მიმართეს ნაცად ხერხს და დიდი ტყუილის მოშველიებით სურთ, რომ გავიდნენ ფონს. ეს 14 მილიარდი არის ევროკავშირის ტყუილში ჩართვის მცდელობა. უნდათ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომლის უკან ცენტიც არ დგას, საზოგადოებას შეასაღონ, როგორც რეალობა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები