16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა საქართველოს სახელით ჟღერდებოდეს" - ოპოზიცია სენატში ეკა გიგაურის გამოსვლას აფასებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გამოსვლა ოპოზიციაშიც შეაფასეს. უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა, ოპოზიცია კი გიგაურის განცხადებებს სრულად იზიარებს.

"ეს არის რიგით უკვე მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში, წარმომადგენლობით პალატაში თუ უმაღლეს პალატაში - სენატში. საქართველოს ამერიკელი მეგობრები უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმ ანტიდასავლური კურსით, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია დემოკრატიული უკუსვლით და იმით, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გაყინული. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თავისუფალი სიტყვა საქართველოს სახელით ჟღერდებოდეს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან საფრთხის ქვეშაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სენატში გამართულმა მოსმენამ.

"ქართული ოცნების" რუსული კანონისა და რუსული პოლიტიკის გამო, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია. საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინ სენატში გამართულმა მოსმენამ საქართველოს საკითხზე. დასავლეთის თვალში, "ქართულ ოცნებას" სრულად დაკარგული აქვს ნდობა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა.

ამავე თემაზე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია - ირაკლი კობახიძე

დღის ამბები