16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
რა წამსაც გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, საქართველოს ეძლევა წვდომა 14 მილიარდიან ფონდთან - თინა ბოკუჩავა

14 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას მმართველი გუნდი ტყუილს უწოდებს და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ მზად არიან დებატებისთვის და არგუმენტირებული მსჯელობისთვის, თუ საიდან აპირებენ 14 მილიარდი ევროს მოზიდვას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნისთანავე საქართველოს ექნება წვდომა 14 მილიარდზე. 

"რა წამსაც გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან საქართველოს ეძლევა წვდომა 14 მილიარდიან ფონდთან. ეს არის გაწევრიანების პროცესისთვის და ამას არ სჭირდება წევრის სტატუსი,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველო 14 მილიარდ ევროს, გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის შემდგომ მიიღებს. 

"14 მილიარდ ევროს საქართელო მიიღებს გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდგომ, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოხდეს და საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი. პირდაპირ ეთერში მზად ვარ ირაკლი კობახიძესთან დებატებში მოვიტანო ყველა ფონდის დასახელება და არგუმენტირებულად ვთქვა, საიდან მოვიზიდავთ ამ 14 მილიარდ ევროს,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები