16 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა" - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა," - ასე შეაფასა "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატში გაკეთებული განცხადებები. მისივე თქმით, გიგაური აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს წარმოადგენს.

"ეკა გიგაური ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა. გიგაური აქ არავის აურჩევია, არც დაუნიშნავს ვინმეს. წარმოადგენს პირდაპირ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს. შესაბამისად, მის განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი,
თუმცა, ნამდვილად საყურადღებო და შესაფასებელია იმ თვალსაზრისით, რომ მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ.

ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატიურად საუბრობს, ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას. ის, რომ თვითონ ამერიკაში მოქმედებს უფრო მკაცრი კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ მივიღეთ და იქიდან გვმოძღვრავს გიგაური, რატომაა აქ მიღებული "გამჭვირვალობის კანონიო", ზუსტად ამას ნიშნავს, რომ მორიგ ჯერზე, შეურაცხყოფას მიყენების მცდელობა აქვს ქართული საზოგადოებისთვის," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა.

ამავე თემაზე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია - ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები