16 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი ეკა გიგაურის მოსმენაზე: "ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძე ვიხილეთ, ეს ყველაფერი მოღალატეობრივია"

"მოღალატეობრივი," - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატში გაკეთებული განცხადებები. მისივე თქმით, გიგაური "ნაციონალური მოძრაობის" დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა და მას ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს.

"ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძე ვიხილეთ, ეს ყველაფერი მოღალატეობრივია. რა უფლება აქვს კაპიტან გიგაურს, რომ ისაუბროს ქართველების სახელით?! კაპიტანი გიგაური, მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში და, თითქოსდა, ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, - პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობისთვის მის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოსმენას - მომხსენებლად ასეთი მიკერძოებული პიროვნების დაპატიჟება არაა სამართლიანი. ასეთი ტიპის მიწვეული სტუმრები თუ მომხსენებლებით, რა თქმა უნდა, რეპუტაცია აქვს შელახული ყოველ ასეთ სხდომას და ასეთი სხდომებიდან გამოშვებულ გზავნილებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა.

ამავე თემაზე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია - ირაკლი კობახიძ

 
ამავე თემაზე
დღის ამბები