16 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ღალატისთვის, დასმენისთვის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დავალებების მისაღებად მიბრძანდებიან კონკრეტული პირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ - დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ში "ღალატისთვის, დასმენისთვის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დავალებების მისაღებად" წავიდა.

"ღალატისთვის, დასმენისთვის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დავალებების მისაღებად მიბრძანდებიან კონკრეტული პირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ შორისაა სწორედ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ქვეყნის განვითარება არ სურთ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. აეროპორტში ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალები არ დააკონკრეტა.

დღის ამბები