16 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ბულინგი იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა ფასი საქმეც ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიციას ერთად აღებული არ გაუკეთებია - თინათინ ნიბლოშვილი

თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. მმართველი გუნდის წევრებმა ისაუბრეს "ოცნების" ახალი სახეების წინააღმდეგ დაწყებულ ბულინგზე და სიძულვილის ენის იმ კამპანიაზე, რომელიც ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისგან მიმდინარეობს.

"ბულინგი და სიძულვილის ენა იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა მსგავსი და ფასი საქმეც ჩვენი ქვეყნისთვის მთელ ოპოზიციას, ერთად აღებული, არ გაუკეთებია. მათი საარჩევნო კამპანია ბულინგზე და სიძულვილის ენაზეა აგებული. ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც კი ვერ მიიზიდა, ერთმანეთის პარტიებში გადადიან და გადმოდიან. ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ სხვადასხვა გაერთიანებისა და სახელის ქვეშ. და ეს ხალხი, ერთადაც და ცალ-ცალკეც, არის დამარცხებული 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი.

სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ბოიკოტის რეჟიმშია.
საკრებულო ახლა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობს.

დღის ამბები