28 მომხრე-32 წინააღმდეგი-პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა.
უმცირესობის პოზიციას მედიაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ უმრავლესობა არ იზიარებს. განხილვა ორი დღეა პარლამენტში ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტი პარლამენტმა არ მიიღო.