განცხადება, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. ორდღიანი განხილვის დროს, სახელისუფლებო გუნდის წევრები რუსთავი2–ის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ, თუმცა ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავენ.
საპარლამენტო უმრავლესობამ, რუსთავი2–ის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არეულობის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
უმცირესობის წევრები კი, რუსთავი 2–ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, მმართველი კოალიციის და პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილს უკავშირებენ, რადგან დამოუკიდებელი ტელეარხის ეთერში ხალხის აზრი და მთავრობის მისამართით უკმაყოფილება ხშირად ისმის.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.