თავისუფალი დემოკრატების განცხადებით დღეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაა, თუმცა ასეთი პოზიციის მიუხედავად თავისუფალი დემოკრატები არც პარლამენტში დასწრებიან განხილვას და არც კოლეგა ოპოზიციონერების განცხადებისთვის დაუჭერიათ მხარი.
ალასანიას გუნდი რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას სხვა ფორმებით აპირებს.
საპარლამენტო განხილვებს ასევე არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, თუმცა ოთხეული განცხადების შინაარს ეთანხმება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები მედიის დასაცავად იყო დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დიპლომატებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ოპოზიციის მტკიცებით, რუსთავი2-ზე შეტევა საფრთხის ქვეშ დააყენებს არჩევნებს, დემოკრატიულ გარემოს და ქვეყნის იმიჯს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.