პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში წვლილი შეიტანოს.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სამხრეთ კავკასიაში მიღწეული მშვიდობის ბენეფიციარები არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანი არიან.
"ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ.
მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მე მივიჩნევ ამ ფაქტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.
ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ გვქონდა საშუალება, განგვეხილა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას. მე ჩემს კოლეგას წარმოვუდგინე უკანასკნელი განვითარების ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესში. მე უნდა აღვნიშნო, რომ რთული მოლაპარაკების დროს, აზერბაიჯანთან ჩარჩოებში, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწია ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმატის დეკლარაციის დებულებებს. რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. გვაქვს საერთო პოზიციები ამასთან დაკავშირებით გამოხატული.
მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ თითქმის 2-წლიანი მოლაპარაკების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო და ქვეყანათაშორისი ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80%-ზე შეთანხმდნენ. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს ხელი მოეწერა იმ დებულებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია გახლავთ რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ის თემა, რომელსაც ჩვენ ვთვლით პრიორიტეტად ჩვენი მთავრობისა. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც სომხეთის მთავრობამ შექმნა და რომელიც პირველ რიგში გავუზიარე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში კონფერენციის დროს.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარები ამ მშვიდობისა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო და თურქეთი. ასევე, ირანიც მიიღებს სარგებელს. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ თქვენი წვლილიც იყო შეტანილი. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს განხორციელებული წვლილი რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად," - განაცხადა ფაშინიანმა.