პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიხაელ როთთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
კირცხალია მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როთის ქმედებები თავიანთ ანგარიშებში ობიექტურად ასახონ, რადგან მის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევაა.
"პირველი, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დედა ეკლესიას. მეორე, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როდესაც დესტრუქციული ოპოზიციის მიტინგზე გამოვიდა და მესამე - რასაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას - ადამიანი წინა საარჩევნოდ ჩამოდის და მისი ეს ჩამოსვლა და ის ზემოთ ჩამოთვლილი განცხადებები, პირდაპირ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევაა; ვთხოვთ ყველა დამკვირვებელს, რომ ეს ფაქტი ასახონ ობიექტურად თავიანთ ანგარიშებში. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი ემსახურება წინასაარჩევნოდ იმათ დახმარებას, ვისაც პატრონობენ", - განაცხადა კირცხალიამ.