16 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"ამ აგენტოკრატიის და მე-5 კოლონის წარმომადგენლებმა ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ატეხეს კრიახი. მივმართავ საზოგადოებას, "ნაცი" და ბოდიში სადმე გსმენიათ?" - მიხეილ ყაველაშვილი

სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ღირსება და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთისგან შორს არის.

"ამ აგენტოკრატიის და მე-5 კოლონის წარმომადგენლებმა ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ატეხეს კრიახი. მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, "ნაცი" და ბოდიში სადმე გსმენიათ?! - ეს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ. ღირსება და "ნაცები" რომ შორს არიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ, მივუტევოთ ერთმანეთს და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: - "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები