საარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნება" მარნეულში ამომრჩევლებს ხვდება.
მარნეულის და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, "ქართული ოცნების" მარნეულის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ამირან გიორგაძესთან და მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, დამია-გეურარხში, შაუმიანსა და წერაქვში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
ყურადღება გამახვილდა მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.