16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში (პარლამენტი) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული ურთიერთობები და მისი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.

კატარის დელეგაციის წევრებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კატარში მიიწვიეს.

 

დღის ამბები