პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციურ გაერთიანებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანებულიც კი ვერ აიღებს იმდენ ხმას რამდენიც ხელისუფლების ფორმირებისთვის არის საკმარისი.
დავითულიანმა ასევე ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა და მისი თქმით, ამ ორი პარტიის გაერთიანების დიდი შანსია.
"პირველ რიგში, ვერ დაგეთანხმებით, რომ ორ პოლუსზე მეტია. გაგახსენებთ მე თქვენ 2003 წელს, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" იყო კოალიციურად წარმოდგენილი და მასში შედიოდა არაერთი პარტია 2003 წლიდან 6 თვეში რევოლუციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არავის არაფერი არ ეკითხებოდა.
სცენარი არის ზუსტად იგივე, გარე და შიდა ძალებს სურთ, ხავერდოვანი რევოლუცია და ამისთვის ემზადებიან და ამ მომზადების შედეგად ძალაუფლებას, როგორც მათ გონიათ თორე სინამდვილეში ვერავინაც ვერ მოიპოვებს და მაინც დაშვება რომ გავაკეთოთ და მოვიდეს ოპოზიცია ნაშთად დარჩება "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, რადგან ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ეს 2003 წელს ერთხელ უკვე მოხდა.
რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, შეფუთვებს, რომ გარეთ ხმა არ დარჩეს - ეს გასაგებია და ცხადი იყო თავიდანვე, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციური ფლანგის კოორდინაცია სურდა. ცხადი იყო ისიც, რომ გახარიას გაერთიანება ზღვარს ვერ ლახავდა და რეიტინგებმა აჩვენა ეს, ხაზარაძის გაერთიანება კი ლახავს, ზღვართან არის, შესაბამისად, ამ ორის გაერთიანებით ფიქრობენ, რომ გარანტირებულად გადალახავენ, რომ გადალახონ ენმ, გახარია, ლელო და ახლები ერთად ვერ აიღებენ იმდენ ხმას რაც საჭიროა ხელისუფლების ფორმირებისთვის.
გამორიცხავდა ორივე პოლიტიკური გაერთიანება ერთმანეთთან კავშირს. ხაზარაძეს და გახარიას გაერთიანებაზე ერთმანეთში ისეთი კონფლიქტი და შეუთავსებლობა იყო, რომ განცხადებების დონეზე ორივე ამბობდა, რომ გამორიცხულია. მე ვფიქრობ, დღეს ვიღაც უწყობს მათ ხელს, რადგან სხვანაიარდ ამ ადამიანების ერთად დაჯდომა და გაერთიანება ქვეყნის სიყვარულისთვის ვერ ხერხდებოდა, ქვეყანა ხომ შარშანაც უყვარდათ? რას იზამენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვფიქრობ, რომ ისინი გაერთიანდებიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მინიმუმ ერთი მათგანი მაინც დარჩეს ბარიერს მიღმა," - აცხადებს ბექა დავითულიანი.