16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია

დღეს, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, რითაც მმართველმა პარტიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის პროცესი დაასრულა. 

ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით მმართველმა პარტიამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტების პროცესს, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამდენად, 5 წელი დასჭირდა ქართულ ოცნებას საქართველოს უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.

დღის ამბები