19 სექტემბერი 2024,   23:07
ვრცლად
"სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა ზეწოლის მსხვერპლია" - სერგო ჩიხლაძე ფრიდონ ბუბუტეიშვილის ჩვენებაზე

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს.

ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება მეხანძრე მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, სასამართლოზე თქვა, რომ ვაშაძის დავალებით მოქმედებდა.

"ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და, თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ," – განაცხადა პროცესზე პირმა, რომელიც 5 თვეა დაკავებულია.

ბრალდებებს ვაშაძის გუნდში პასუხობენ. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ბუბუტეიშვილს პარტიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

"ეს არის "ქართლი ოცნების" მორიგი ტყუილი. არ მაქვს მოლოდინი, იმდენად არასერიოზულია, რომ არ მგონია, რომ ამას მოჰყვეს რამე სახის გაგრძელება. ჩვეულებრივად, სავარაუდოდ, ზეწოლის მსხვერპლია ეს ახალგაზრდა და ამ ძალადობას ქართველი ხალხი დაასრულებს 26 ოქტომბერს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

დღის ამბები