19 სექტემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ძალიან ცუდი ტრენდია, როდესაც ახალგაზრდებს, მოტყუებით, თავიანთი ინტერესების გასატარებლად ითრევენ და რადიკალიზმისკენ მოუწოდებენ - ლევან მაჭავარიანი

ძალიან აქტიურად იყენებენ ამ ახალგაზრდებს, დაკავებულები არიან მათი ტვინის გამორეცხვით, დაკავებულები არიან იმით, რომ თეთრზე დააჯერონ, რომ არის შავი, -ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს.

"ძალიან ცუდი ტრენდია, როდესაც ახალგაზრდებს, მოტყუებით, ითრევენ თავიანთი ინტერესებისთვის და რადიკალიზმისკენ მოუწოდებენ. ძალიან აქტიურად იყენებენ ამ ახალგაზრდებს, დაკავებულები არიან მათი ტვინის გამორეცხვით, დაკავებულები არიან იმით, რომ თეთრზე დააჯერონ, რომ არის შავი. პირველ რიგში, მშობლები იყვნენ ყურადღებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალება, რომ ბოდიშს ვიხდი სიტყვაზე, რომ გამოაყენებინონ თავიანთი შვილები ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არა მარტო ბატონ ვაშაძეს ეხება, ეს ეხება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს. ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება მეხანძრე მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, სასამართლოზე თქვა, რომ ვაშაძის დავალებით მოქმედებდა.

დღის ამბები