19 სექტემბერი 2024,   23:57
ვრცლად
ვფიქრობ, ამდენი ხნის შემდეგ, ეს აღიარება ხელისუფლების მხრიდან ძალადობას ადასტურებს - თამარ კორძაია ბუბუტეიშვილის ჩვენებაზე

პარლამენტის წევრი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", თამარ კორძაია "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

საუბარია ბუბუტეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ის გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს.

თამარ კორძაია ამბობს, რომ ამდენი ხნის შემდეგ აღიარება ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობას.

"ვფიქრობ, რომ ეს აღიარება, ამდენი ხნის შემდეგ, ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობას. ძალიან მძიმეა ამ ბუბუტეიშვილის მდგომარეობა. იმიტომ, რომ ის ტექსტი და ის სიტყვებიც კი, რომლითაც მან ილაპარაკა, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების დავალებით ლაპარაკობდა. ვიზიარებ მის მძიმე მდგომარეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის მერე არც ბუბუტეიშვილი და არც არავინ არ გახდება პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი," - აცხადებს თამარ კორძაია.

ცნობისთვის, ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება მეხანძრე მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, სასამართლოზე თქვა, რომ ვაშაძის დავალებით მოქმედებდა. 

დღის ამბები