19 სექტემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ნახოს თუნდაც აქციების კადრები, იქ ძალიან კარგად ჩანს, რატომ დასანქცირდა მაგალითად, ხარება - სერგო ჩიხლაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, სადაც პრემიერ მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა, პოლიტიკური დისკუსიის საგანია. ირაკლი კობახიძემ შტატებისგან კითხვებზე პასუხი მოითხოვა. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

"ნახოს თუნდაც აქციების კადრები, იქ ძალიან კარგად ჩანს, რატომ დასანქცირდა მაგალითად, ხარება. მთავარი მხარდაჭერა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ქართველი ხალხისგან და ეს მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს. ამას თუ ემატება ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის, შეერთებული შტატების მხრიდან, ეს კიდევ უკეთესია," - აცხადებს სერგი ჩიხლაძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველო", გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მიმდინარე განცხადებები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს აზიანებს. 

"მან კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებს ისეთ რაღაცაში, რაც რა თქმა უნდა, აშშ-ს არასოდეს, არც ერთხელ არ ჩაუდენია. ეს რა თქმა უნდა, უარესად აისახება სახელმწიფოზე," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ. 

დღის ამბები