ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიან და ხანგრძლივი აქციების ჩასატარებლად ემზადება, -ამის შესახებ განცხადება გოკა გაბაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ აქციებით ისინი შეეცდებიან, ივანიშვილი აიძულონ, რომ „უკან დაიხიოს“.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მოვლენები რადიკალურად წარიმართება და ყოფილი პრემიერი იხილავს არამხოლოდ რუსთავი2-ის მფლობელებისთვის ჩამორთმევის, არამედ დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის შემდგომი სამართლებრივი დავის წართმევის საკითსაც.
„რა წამსაც დაიწყება უკანონო გადაწყვეტილებების უკანონო აღსრულება, ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს და განსხვავებით ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართული ჩვენი ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი პროტესტი, არამედ იქნება გრძელვადიანი აქციები, რომლის დროსაც მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.