20 სექტემბერი 2024,   01:42
ვრცლად
კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება - კახა კალაძე 

კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.   

"კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ,“- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.   

 
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ  ხაზი გაუსვა, რომ მრავალეთნიკურობა  საქართველოს სიმდიდრე და სიძლიერეა, რაც მისი თქმით, ყველა სირთულის ერთად დაძლევის შესაძლებლობას იძლევა. 
 
"მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა.  საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიძნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. მწამს და მჯერა, ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა.  
 
მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა. 

თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები