20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს მონიტორინგის გააქტიურებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მდგომარეობას "საგანგაშოს" უწოდებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს მოუწოდებენ, რომ რუსთავი2-ის საქმეზე მონიტორინგი აწარმოონ.

მესამე სექტორი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული ინტერესებიც იდოს.

ამის შესახებ კურიერთან  განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი ტუღუშმა, გაკეთა.

„ამ პროცესის წამომწყებლებს თვითონაც აღარ სჯერათ, რომ ეს პროცესი კერძო დავასთან რამენაირად იყოს კავშირში. რუსთავი2-ის ჩაჩუმება ხელს აძლევს ასევე იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს მტრები არიან, მათ შორის არის რუსეთი იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავი2 არის დეკლარირებულად პროდასავლური ტელევიზია,“ - ამბობს გიორგი ტუღუში.

არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები წინასარჩევნოდ რუსთავი2-ის დამოუკიდებლად მაუწყებლობის მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ამ დავაში პოლიტიკური ინტერესებიც ჩანს.

დღის ამბები